განათლების საერთაშორისო გამოფენა

10-04-2018 22 აპრილს, 12:00 სთ., Courtyard Marriott სასტუმროში განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ  სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
  • სტიპენდიები
  • კვლევითი გრანტები
  • საზაფხულო სკოლები
  • პროფესიული სწავლება
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სადოქტორო პროგრამები
  • სტაჟირება საზღვარგარეთ
  • მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები
გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე.

გამოფენა 17:00 საათამდე გაგრძელდება.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები