პროექტი ALRAKIS

17-01-2012
ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS - ის გახსნის ღონისძიება
 
17 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS - ის გახსნის ღონისძიება, რომელიც გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ლევან კლიმიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პროექტი  დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა  და აღნიშნული პროექტის კოორდინატორმა, კარლოს მაჩადომ.
ALRAKIS ითვალსიწინებს გაცვლით პროგრამებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ: www.alrakis.eu.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები