იტალიელი სტუმარი

13-01-2012
16 იანვარს საქართველოს ესტუმრება ცნობილი იტალიელი
ავტოდიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო
 
17 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  ცნობილი იტალიური კომპანიის  ItalDesign-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ავტოდიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო ესტუმრება.
მისი  კარიერა დიზაინის სფეროში ადრეულ ასაკში იწყება, 17 წლისა, ის ფიატის სტილის ცენტრის (Centro Stile) ერთ-ერთი წარმომადგენელია.
1965 წელს ჯუჯარო ხდება იტალიური მატარებლების მთავარი დიზაინერი და ქმნის ექსპრეს მატარებლების დიზაინს, რომელიც დღემდე ხმარებაშია.
1968 წელს ჯორჯეტო ჯუჯარო ქმნის კომპანია ItalDesign Giugiaro, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო მრეწველობის სრულ პაკეტით მომსახურებას. ამასთან, ItalDesign-ის წარმატება მნიშვნელოვნადაა განპირობებული მისი ფილიალის, Giugiaro Design-ის საქმიანობით, რომელიც  საავტომობილო ტექნიკას, პროტოტიპების შექმნასა და ტესტირებას ითვალისწინებს.
2010 წ. კომპანიის აქციათა ნაწილი შეისყიდა იტალიურმა Lamborghinin Holding-მა, რომელიც შედის Volkswagen Group-ის შემადგენლობაში.
ჯორჯეტო ჯუჯაროს მიღებული აქვს უამრავი საპატიო ჯილდო, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი გახლავთ შრომის კავალერი, საპატიო ხარისხისა და  ოქროს კომპასის მფლობელი. 1999 წელს, ლას ვეგასში გამართული დაჯილდოებისას, ჯორჯეტო ჯუჯაროს მიენიჭა ავტომობილების საუკუნის დიზაინერის წოდება.
2002 წელს იგი შეყვანილი იქნა საავტომობილო დიდების დარბაზში.
2004 წელს კულტურისა და ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილისთვის, ჯორჯეტო ჯუჯაროს გადაეცა იტალიის რესპუბლიკის ოქროს მედალი.
გარდა ამისა, ჯუჯარომ შეიმუშავა ფოტოაპარატ Nikon-ის კორპუსების დიზაინი, კომპანია Apple-ის კომპიუტერული პროტოტიპები და კალმის  Marille-ის ახალი ფორმა.
ამჟამად, კომპანია ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს თავის საქმიანობას, ესენია: Giugiaro Design და Transport Design.
დაარსების დღიდან, კომპანია მონაწილეობს მრავალი ავტომობილის დიზაინსა და ასევე, “სუპერქარების” ფართო სპექტრის შექმნაში:
 
·         Alfa Romeo Alfasud
·         Alfa Romeo Scighera
·         Aztec
·         BMW Nazca C2
·         BMW Nazca C2 Spider
·         Brilliance BS6[2]
·         Bugatti EB118
·         Bugatti EB218
·         Chevrolet Corvette
·         Daewoo Matiz
·         Daewoo Lanos
·         Daewoo Kalos Dream Concept
·         Daewoo Kalos
·         De Lorean DMC-12
·         Ferrari GG50  Fiat 850 Sport Coupe
·         Fiat Grande Punto
·         Fiat Panda 1980
·         Fiat Punto 1993
·         Fiat Sedici
·         Fiat Uno
·         Ford Mustang
·         FSO Polonez
·         Hyundai Pony
·         Hyundai Sonata
·         Isuzu Piazza
·         Lamborghini Cala
·         Lancia Delta
·         Lancia Megagamma
·         Lotus Esprit
·         Maserati 3200 GT
·         Maserati Coupe          Maserati Quattroporte
·         Morris Ital
·         Quaranta Concept
·         Scighera
·         Saab 9000
·         SsangYong New Actyon
·         SsangYong Rexton
·         Suzuki SX4
·         Subaru SVX
·         SEAT Toledo
·         Toyota Alessandro Volta
·         Toyota Aristo / Lexus GS
·         Volkswagen Golf
·         Volkswagen Scirocco
·         Volkswagen Nardo
·         Zastava Florida
 
იტალიელი სტუმარი სტუ-ს  თავისი კომპანიის საქმიანობას გააცნობს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები