თანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის

04-04-2018 4 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროფ. პი ჩანგჰონგმა.

მემროანდუმის ფაფლებში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ მეცნიერებებს ეუფლებიან, უახლოესი მომავლიდან,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ. თანამშრომლობა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით და ეკონომიკურ პროცესებსაც მოიცავს ეკონომიკის,  სოციალური მეცნიერებებისა და მედიატექნოლოგიების მიმართულებით.
 
ჩინელმა სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მედიაცენტრიც დაათვალიერეს. 

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა ლოჯისტიკის ცენტრის ჩამოყალიბების დეტალები, რომელიც ჩინური მხარის ხელშეწყობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით უნდა შეიქმნას.

 

სიახლეებში დაბრუნება