განცხადება

11-01-2012
განცხადება
 
2012 წლის 25 იანვარს დანიშნულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევნები
 
2012 წლის 13 იანვრიდან იწყება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევნების პროცესი – აკადემიური საბჭოს წევრის 16 ვაკანტურ თანამდებობაზე (თითოეული ფაკულტეტიდან ორი წარმომადგენელი) და სენატის წევრის 24 ვაკანტურ თანამდებობაზე (16 – აკადემიური პერსონალის (თითოეული ფაკულტეტიდან ორი წარმომადგენელი) და 8 – სტუდენტთა წარმომადგენლებისთვის (თითოეული ფაკულტეტიდან –ერთი წარმომადგენელი).
აკადემიური საბჭოს წევრის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც უკავია უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
სენატის წევრის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც უკავია უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა, ასევე პირი, რომელიც არის უნივერსიტეტის სტუდენტი.
კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში, რომელსაც თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობა, პასპორტი და სხვ.) ასლი და ცნობა უნივერსიტეტში დაკავებული თანამდებობის/უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 13 იანვარს და დასრულდება  20 იანვარს.
განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა (კვირა დღე) და უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შესაბამისი ფაკულტეტების საარჩევნო კომისიებში. საარჩევნო კომისიის სამუშაო ოთახი და ტელეფონის ნომერი მიეთითება ფაკულტეტის მიერ.
არჩევნები გაიმართება 2012 წლის 25 იანვარს, შესაბამის ფაკულტეტებზე.
არჩევნები დაიწყება 10 საათზე და დასრულდება 17 საათზე.
                                                                  
                                                                                                                             რექტორი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები