DAAD-ის პროექტი „უნივერსიტეტი-ბიზნესი თანამშრომლობა“ - ტრენინგი საინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა ბაზებში

03-04-2018 30 აპრილი - 2 მაისის პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება ტრენინგი საინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა ბაზებში.

ტრენინგი ჩატარდება სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტში მიმდინარე DAAD-ის პროექტის „უნივერსიტეტი-ბიზნესი თანამშრომლობა“ ფარგლებში. ტრენინგს წარუძღვება გერმანიის ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მარიო ნოიგებაუერი.

ტრენინგზე გახილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:
  • თანამედროვე ERP სისტემები;
  • ინორმაციული სისტემების მოდელირება ARIS საშუალებით;
  • პროცესების მოდელირება EPC საშუალებით;
  • ინფორმაციის მოდელირება ERM საშუალებით;
  • დიდ მონაცემთა (Big Data) ბაზების საფუძვლები;
  • დიდ მონაცემთა ბაზების არქიტექტურა და გამოყენება.
დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი და CV უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: T.Lominadze@gtu.ge და sdvalishvili@ibsu.edu.ge, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 აპრილისა.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება 20 აპრილამდე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები