Erasmus+ SmaLog პროექტი - მეორე სამუშაო შეხვედრა კატოვიცეს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

Erasmus+ SmaLog პროექტი - მეორე სამუშაო შეხვედრა კატოვიცეს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

03-04-2018 20-23 მარტს, ერაზმუს+ SmaLog პროექტის ფარგლებში, კატოვიცეს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) გაიმართა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა პროექტის პარტნიორებს შორის, სადაც მონაწილეობას ღებულობდა სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტი, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში ერთობლივ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა.

საგულისხმოა, რომ პროექტი SmaLog ხორციელდება 2017 წლის დეკემბრიდან, ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობს სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ასევე, წამყვანი უნივერსიტეტები უკრაინიდან, იტალიიდან და გერმანიიდან. პროექტის კონსორციუმის ლიდერი უნივერსიტეტია რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი.

პროექტის მიზანია ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი, ორდიპლომიანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავება ჭკვიან ტრანსპორტში (Smart Transport). პროექტი ითვალისწინებს როგორც ერთობლივი სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებას, ასევე, ლაბორატიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ქართულ და უკრაინულ უნივერსიტეტებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მაგისტრანტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა იტალიის პარტნიორ უნივერიტეტებში.

 

სიახლეებში დაბრუნება