საქართველოს მთავრობის დადგენილება

07-11-2011
ვებგვერდი, 111108006, 08/11/2011
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016571
 
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №411
2011 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
 
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი – საქართველოს ტექ­ნიკური უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამე­წარ­მეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქარ­თვე­ლოს ტექნი­კურ უნივერსიტეტად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქარ­თვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფ­ლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეგისტრაცია მე­წარ­­მეთა და არასამე­წარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორ­გა­ნიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებ­ლო­ბით გათვალისწინე­ბუ­ლი ღონისძიებები.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – საქარ­თველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამფუძ­ნებ­­ლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც სა­ქარ­თველოს განათლებისა და მეცნიე­რე­ბის სამინისტრო წარმოადგენს.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­­ული პირისათვის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათ­ვის ქო­ნე­ბის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
პრემიერ-მინისტრი                                 
ნიკა გილაური
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები