ტრენინგები „გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“

ტრენინგები „გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“

02-04-2018 18-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომელთა მიერ შედგენილი ტრენინგები, რომელიც ჩატარდება „გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

ტრენინგებს გაუძღვება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კიმბერლი დევის კინგი. 

ტრენინგის პროგრამა ძირითადად ორიენტირებული იქნება შემდეგი საკითხების შესწავლაზე:
• ლინ სტარტაპ პრინციპები;
• ბიზნესმოდელის კანვასი;
• როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ისეთი ახალი ვენჩორული იდეები, რომლებიც პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს,
• სამომხმარებლო ფასდადების დადგენა და სოციალურ-ეკონომიკური ღირებულების დამატება.

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება