სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამები

21-01-2008
UCL Graduate School Prospectus
სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამები
 
UCL Graduate School Prospectus აცხადებს 2008 წლის სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამებს ინგლისურ ენაზე, რომელიც მოიცავს 200-ზე მეტ სამაგისტრო პროგრამის სხვადასხვა თემას, ასევე ის ითვალისწინებს კვლევით სამუშაოებს (სადოქტორო პროგრამებს) და პროფესიანალურ მოსამზადებელ კურსებს: სამართალმცოდნეობაში, არქიტექტურაში, ინჟინერიაში და მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებში.
UCL ითვლება ერთ-ერთ გამოჩენილ მრავალფაკულტეტიან უნივერსიტეტად გაერთიანებულ სამეფოში, და ამავდროულად შედის მსოფლიოს 30 საუკეთესო უნივერსიტეტების ჩამონათვალში. ზემოხსენებული უნივერსიტეტის ტრადიციად იქცა 150 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან სტუდენტების მასპინძლობა. 
ზემოხსენებული პროგრამების სრული კურსი მოიცავს მხოლოდ ერთ წელს,  რომლის საფასურს ფარავს სტუდენტი. UCL Graduate School Prospectus პროგრამები ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას სტიპენდიის სახით, ან სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის მთლიანი ან ნახევარი თანხის დაფარვას. UCL Graduate School Prospectus პროგრამებში არ არის განსაზღვრული განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:
 
 
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები