Erasmus+ - ალიკანტეს უნივერსიტეტის პროფესორი სტუ-ში

Erasmus+ - ალიკანტეს უნივერსიტეტის პროფესორი სტუ-ში

31-03-2018 22-28 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ესპანეთის ალიკანტეს უნივერსიტეტის (University of Alicante) პოლიტექნიკური სკოლის დირექტორის მოადგილე, პროფ. ხოსე ვისენტე სიერა პონსი (José Vicente Sierra Pons).

ესპანელი პროფესორი ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა ტრენინგის მიზნით Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ალიკანტეს უნივერსიტეტი.

პროფ. ხოსე პონსი შეხვდა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებს. მან წარმოადგინა პრეზენტაცია ალიკანტეს უნივერსიტეტისა და იმ ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ, რომელსაც ესპანური უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, ასევე, დაისახა პროექტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით მყოფმა ესპანელმა პროფესორმა დათვალიერა სტუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორია, გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი, ასევე, შეხვდა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. შეხვედრებზე ესპანელი პროფესორი უფრო ახლოს გაეცნო ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-კვლევით პროცესებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ალიკანტეს უნივერსიტეტს შორის ერაზმუს+ ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა. ალიკანტეს უნივერსიტეტში გაცვლითი პროექტით სტუ-ის ორი სტუდენტი იმყოფება.

 

სიახლეებში დაბრუნება