საჯარო ლექცია „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე - ინოვაციების მენეჯემენტი 21 საუკუნეში“

საჯარო ლექცია „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე - ინოვაციების მენეჯემენტი 21 საუკუნეში“

28-03-2018 27 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე - ინოვაციების მენეჯემენტი 21 საუკუნეში“, რომელიც წაიკითხა ბელგიის ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის (Antwerp Management School) კვლევებისა და განვითარების მიმართულების დირექტორმა, პროფ. მაკა დე ლამელიორმა (Maka De Lameillieure). 
  
ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანგებოდ მოწვეული, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პროფესორი აუდიტორიას სტუ-ს რექტორმა აჩილ ფრანგიშვილმა წარუდგინა.

პროფ. მაკა დე ლამელიორმა პრეზენტაციაზე ისაუბრა იმ ძირეულ საკითხებზე, მეთოდოლოგიებსა და მენეჯმენტის ფორმებზე, ასევე, ამ სფეროში დაგროვილ იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია სამეცნიერო შრომების  ტექნოლოგიურ ინოვაციებში ასახვისა და ახალი ბიზნესმოდელების შექმნის პროცესში. 

ლექციას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. პრეზენტაციის დასასრულს ქალბატონმა მაკა დე ლამელიორმა უპასუხა დამსწრე აუდიტორიისთვის საინტერესო შეკითხვებს.


  


 

სიახლეებში დაბრუნება