სასტიპენდიო პროგრამა

09-01-2012
შვედური ინსტიტუტის ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა / ვისბის პროგრამა
სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები
 
შვედეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის  უმაღლესი განათლების მიღება შვედეთში ფასიანი გახდა. ”შვედურმა ინსტიტუტმა” შეიმუშავა ახალი სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ე.წ.  ”ბალტიის ზღვის” რეგიონის პროგრამა (Baltic Sea region Program/Visby Program), რომელიც მოიცავს 2010-2013  წლის სასწავლო წლებს სამაგისტრო დონეზე.
სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, ”შვედური ინსტიტუტი” აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევის და შვედეთში მგზავრობის ხარჯებს.
 შვედურ უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შეტანა ხდება 1 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე, ვებ გვერდის www.universityadmissions.se მეშვეობით, სადაც მოცემულია შვედური ინსტიტუტებისა და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. აღნიშნულ ვებ-გვერდზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაცხადის გაკეთება ”ვისბის პროგრამის” სტიპენდიის მოსაპოვებლად.
დეტალური ინფორმაცია შვედეთში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების პროცედურის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე www.studyinsweden.se .
გარდა სამაგისტრო პროგრამისა, ”შვედური ინსტიტუტი” სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სადოქტორო პროგრამებზე (http://www.studyinsweden.se/Scholarships/SI-scholarships/Visby-Program/PhD-and-post-doqtoral-studies/ ).
დეტალური ინფორმაცია,  აგრეთვე, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები