Erasmus+ - სალექციო კურსი არქიტექტურის მიმართულებით

Erasmus+ - სალექციო კურსი არქიტექტურის მიმართულებით

28-03-2018 19-23 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ეწვივნენ ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის (Faculty of Architecture/University of Lisbon – FA/ULisboa ) (პორტუგალია) პროფესორები ანტონიო კასტელბრანკო (Antonio Castelbranco) და პედრო მიგელ გომეშ ხანუარიო (Pedro Miguel Gomes Januario).

პორტუგალიელი სტუმრები სტუ-ს სტუმრობდნენ სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

პროფესორებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტსა  და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სადაც შეხვდნენ  პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მათ ჩაატარეს ლექციები არქიტექტურის მიმართულებით. ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევოლუციური არქიტექტურა, ურბანისტიკა, ადამიანის  ზეგავლენა ბიოსფეროზე, თანამედროვე ურბანისტიკაში არსებული ხარვეზები და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და  სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ასევე, გაიმართა შეხვედრა ერაზმუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელთან, ლიკა ღლონტთან, სადაც განხილული იქნა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული აქტუალური დეტალები.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ფარგლებში,  პორტუგალიელმა სტუმრებმა დაათვალიერეს პარლამენტის ბიბლიოთეკა, სადაც ისინი შეხვდნენ მთავრობის წევრებს, არქიტექტურული სკოლის წარმომადგენლებსა და პროფესიულ საზოგადოებას.

 

სიახლეებში დაბრუნება