საზაფხულო სკოლა 2018 - კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

საზაფხულო სკოლა 2018 - კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

28-03-2018 2018 წლის 2-8 ივლისს კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლიტვა) გაიმართება საზაფხულო სკოლა.

საზაფხულო სკოლის ძირითადი მიმართულებებია ბიზნესის კეთება ევროპაში და მეწარმეობა.

ერთკვირიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილე მიიღებს 3 კრედიტს.

30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის გადასახადია 280 ევრო, 15 ივნისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში - 300 ევრო.

გადასახადში გათვალისწინებულია საზაფხულო სკოლის განმავლობაში კვება, ექსკურსიები, ტრანსპორტირება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ასევე, სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება