ვარშავის ეკონომიკის სკოლის საზაფხულო უნივერსიტეტი - საზაფხულო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

ვარშავის ეკონომიკის სკოლის საზაფხულო უნივერსიტეტი - საზაფხულო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

28-03-2018 2018 წლის 2-13 ივლისს ვარშავის ეკონომიკის სკოლის საზაფხულო უნივერსიტეტში (პოლონეთი) გაიმართება საზაფხულო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, შემდეგი მიმართულებებით:

• ფინანსური მენეჯმენტი
• კორპორატიული  მართვა
• ინვესტირება და პროექტის მენეჯმენტი
• ეკონომიკა და ინოვაციები
• ბრენდ-მენეჯმენტი
• ინტერკულტურული მოლაპარაკებები

საზაფხულო უნივერსიტეტი ითვალისწინებს:
• 2-კვირიან აკადემიურ კურსს თეორიული და პრაქტიკული მიდგომებით.
• პრაქტიკულ სემინარებსა და ჯგუფურ პროექტებს რეალურ ქეისებზე, მასწავლებლებისა და ბიზნესის პროფესიონალებთან ერთად.
• 4 კრედიტს ერთი კურსის დასრულებისას (დილის ან შუადღის) და 8 კრედიტს - ორი კურსის გავლის შემთხვევაში.
• ინტელექტუალურ გამოცდილებას ახალ სტუდენტ-მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებიდან.
• ვარშავის დათვალიერებას და კრაკოვისა და ვიელიცკას მარილის შახტის მონახულებას.

საზაფხულო კურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი, ხოლო ონლაინრეგისტრაციისათვის აღნიშნულ ვებგვერდზე აირჩიეთ „აპლიკაციის ფორმა“.

ადრეული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 მაისი, 2018 წ.

 საკონტაქტო პირი: 
დომინიკა ბროდოვიჩი (Dominika Brodowicz)
ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტის აკადემიური დირრექტორი
ელ.ფოსტა: dominika.brodowicz@sgh.waw.pl

 

სიახლეებში დაბრუნება