კონკურსი

21-12-2011
კონკურსი
“ორიგინალური გადაწყვეტა - გამაფრთხილებელი მოწყობილობა”
 
სტუ-ში დასრულდა  კონკურსი “ორიგინალური გადაწყვეტა - გამაფრთხილებელი მოწყობილობა”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა და შემდგომ მათი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსზე განსაკუთრებით აღინიშნა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის მიხეილ ბუჩუკურის საკონკურსო ნამუშევარი “BALTHASAR". მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საკონკურსო ნამუშევარი ვერ აკმაყოფილებს კონკურსში გამარჯვებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს,  “BALTHASAR" აღსანიშნავია საინტერესო ინოვაციური მიგნებებით. მისი ავტორი მიხეილ ბუჩუკური  200 ლარით დაჯილდოვდა და  ამასთანავე, ხელსაწყოს რეალიზაციისა და დანერგვისათვის  მას დამატებითი სახსრები გამოეყო. სტუდენტს აგრეთვე დაენიშნა სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი.
ხოლო პროექტის კონსულტანტს, პროფ. რამინ ჩიხლაძეს, რექტორის გადაწვეტილებით, გადაეცა ფულადი ჯილდო პრემიის სახით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები