საჯარო ლექცია „საჯარო გამოსვლის დროს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მნიშვნელობა და ეფექტური ინსტრუმენტები“

საჯარო ლექცია „საჯარო გამოსვლის დროს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მნიშვნელობა და ეფექტური ინსტრუმენტები“

28-03-2018
27 მარტს, ფსიქოკონსულტანტმა, საერთაშორისო ტრენერმა გიორგი დონაძემ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის დროს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მნიშვნელობა და ეფექტური ინსტრუმენტები“.
მომხსენებლის მიერ განხილულ იქნა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა:
  • გამოსვლის მიზნის ფორმულირება და თემატიკის შერჩევა;
  • აუდიტორიის ტიპის იდენტიფიკაცია; 
  • აუდიტორიის საჭიროების გათვალისწინებით გამოსვლის/პრეზენტაციის ვერბალური და არავერბალური ადაპტაცია;
  • კრიტიკული სიტუაციების მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან (საკითხისადმი  დადებითად,  ნეიტრალურად ან უარყოფითად განწყობილებთან) დამარწმუნებელი კომუნიკაციის ტექნიკები;
  • საჯარო გამოსვლის შეფასების კრიტერიუმები.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ლექციაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.   

 

სიახლეებში დაბრუნება