იტალიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიების პროგრამა - 2018/19 აკადემიური წელი

იტალიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიების პროგრამა - 2018/19 აკადემიური წელი

26-03-2018 იტალიის მთავრობა აცხადებს სასწავლო სტიპენდიების პროგრამას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, 2018-2019 აკადემიური წლისთვის.

სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე იტალიურად და ინგლისურად.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი წარმოდგენილი ნებისმიერი ტიპოლოგიის სასწავლო სტიპენდიაზე. ნებისმიერი სახის სტიპენდია გათვლილია 66 თვეზე და თვიურად 900 ევროს შეადგენს.

განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ონლაინრეჟიმში შევსებული ანკეტის სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 აპრილი, 16:00 სთ. (საქართველოს დროით).

 

სიახლეებში დაბრუნება