ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია - სამუშაო-სასწავლო სტაჟირება მინესოტას უნივერსიტეტში

ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია - სამუშაო-სასწავლო სტაჟირება მინესოტას უნივერსიტეტში

26-03-2018 ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (Association for Farmers Rights Defense - AFRD) იწყებს შესარჩევ კონკურსს სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფერმერებისთვის ანაზღაურებად სამუშაო-სასწავლო სტაჟირებაზე მინესოტას უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებული შტატები).

პროგრამა ხორციელდება მინესოტას უნივერსიტეტის თანადაფინანსების პირობებით.

პროგრამა მოიცავს 4-დან 12 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას ამერიკულ ფერმერულ მეურნეობაში და შემდეგ - მინესოტას უნივერსიტეტში სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში, რის შემდეგაც სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს.

უნივერსიტეტში სწავლისას შესაძლებელია პარალელურად მუშაობის შეთავსება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 19-31 წლამდე ასაკის დასაოჯახებელ ახალგაზრდებს. უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დარგებში გამოცდილების მქონე სტუდენტებსა და ახალგაზრდა ფერმერებს. სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური ენის ცოდნა, ასევე მართვის მოწმობის ფლობა.

სამუშაო-სასწავლო სტაჟირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგებია:
  • სასათბურე მეურნეობა
  • მებოსტნეობა-მებაღეობა
  • დეკორატიული მეყვავილეობა
  • მეხილეობა
  • მეფუტკრეობა
  • მევენახეობა-მეღვინეობა
  • მეცხოველეობა (მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხენეობა)
  • მემარცვლეობა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი, არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა, ელ.ფოსტაზე: exchangeprogramm@gmail.com 

კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება.

საკონტაქტო პირი:
ნინო ფიროსმანაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი
მობ: 551 139 477
 
 


 

სიახლეებში დაბრუნება