დაჯილდოება

20-12-2011
სტუ-ის პროფესორების დაჯილდოება
 
20 დეკემბერს,  სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობისთვის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ჯაფარიძე და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი გურამ მახარაძე ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მათ დიპლომები რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 16 დეკემბერს, ასევე, დაჯილდოვდნენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები: თინა შაქარაშვილი, ცისანა გოგუაძე, ირაკლი სულაძე, ჯემალ შენგელია, ნელი ღონღაძე, ალექსანდრე გორდეზიანი, არტურ სულამანიძე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები