სპორტული წარმატება

16-12-2011

სტუ-ს "ხრიდოლის" გუნდის მორიგი წარმატება

კვირას, 11 დეკემბერს, დიღმის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის საჭიდაო ცენტრის დარბაზში გაიმართა ევრაზიის პირველობის პირად-გუნდური ჩემპიონატი ხელჩართულ ბრძოლაში ქართული კრივის წესებით, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია "ხრიდოლი".
ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითი გამოდგა - მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, უკრაინის და რუსეთის სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებათა ნაკრებმა გუნდებმა. მათ პირად შემადგენლობაში გამოირჩეოდნენ მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონები.
ეს თარიღი, 20011 წლის 11 დეკემბერი, იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ამ დღეს "ხრიდოლის" ფედერაციის ინიციატივითა და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მონაწილეობით მოხდა "ხელჩართულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის" დაფუძნება.
ტურნირში მონაწილე სპორტსმენების დიდი გამოცდილებისა და დახვეწილი ოსტატობის გამო ორთაბრძოლებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა. "ხრიდოლის" ფედერაციის ნაკრების წევრებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს სხვა ქვეყნების ნაკრებთა მებრძოლებთან. მათ შორის წმინდად დაამარცხეს მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი აზერბაიჯანელი და ჩრდილოკავკასიელი სპორტსმენები და გუნდურ პირველ ადგილს დაეუფლნენ.
"ხრიდოლის" ნაკრების შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ხრიდოლის" გუნდის წარმომადგენლებმაც, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს 7 ოქროს, 10 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოუპოვეს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები