სადოქტორო პროგრამები

17-01-2008
ს.ს.ი.პ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
 
სამშენებლო ფაკულტეტი _ სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა; სამშენებლო მექანიკა; ჰიდროინჟინერია;   (სწავლის ღირებულება _ 1000 ლარი ერთი სასწავლო წელი)
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი _ ტელეკომუნიკაცია; თბოენერგეტიკული დანადგარები; ენერგიის არატრადიციული და განახლებადი წყაროები; ჰიდროენერგეტიკული დანადგარები და სამილსადენო სისტემები; ინოვაციური მენეჯმენტი; ელექტრომექანიკა და ელექტროტექნოლოგიები; ელექტროენერგეტიკა; ელექტროტექნიკის და ენერგეტიკული დანადგარების დაიგნოსტიკა; სათბობ-ენერგეტიკული დანადგარების მენეჯმენტი; ელექტრონიკა და ელექტრონული ტექნოლოგიები; ელექტრომომარაგება და ელექტრომოწყობილობა (სწავლების ღირებულება _ 1500 ლარი ერთი სასწავლო წელი)
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი _ საინჟინრო გეოდეზია; სამთო ტექნოლოგია; გეოლოგია; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია. (სწავლების ღირებულება _ 1000 ლარი ერთი სასწავლო წელი)
ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი _ ფიზიკური ქიმია; ორგანული ქიმია;  ნავთობისა და გაზის გადამუშავების ტექნოლოგია; პოლიმერული მასალების ტექნოლოგია; ელექტროქიმიური ინჟინირინგი; გარემოს დაცვა; სილიკატური და ძნელადდნობადი მასალების ტექნოლოგია; არაორგანულ  ნივთიერებათა ტექნოლოგია; nanoqimia; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა და მასალათდამუშავება. (სწავლების ღირებულება _ 1000 ლარი ერთი სასწავლო წელი)
სატრანსპორტო-მექანიკური ფაკულტეტი _ მანქანათმცოდნეობა და მანქანათმშენებლობა;
საავტომობილო ტრანსპოტრის ექსპლუატაცია; სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაცია; სატრანსპორტო ლოგისტიკა; დარგობრივი ეკონომიკა და მენეჯმენტი; საინჟინრო და კომპიუტერული გრაფიკა; საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა ნაგებობები. (სწავლების ღირებულება _ 1250 ლარი ერთი სასწავლო წელი)
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი _ ურბანული  დაგეგმარება; სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობების, ინტერიერისა და არქიტექტურული გარემოს დიზაინი; არქიტექტურული გეგმარება; არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ისტორია და თეორია; შენობა-ნაგებობათა არქიტექტურული კონსტრუქციები და არქიტექტურული ფიზიკა. (სწავლების ღირებულება _ 1250 ლარი ერთი სასწავლო წელი)
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი _ ეკონომიკა და ბიზნესის მართვა; ისტორიის,  პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები; ფილოლოგია; სამართალმცოდნეობა. (სწავლების ღირებულება _ 1500 ლარი ერთი სასწავლო წელი)
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი _ ინფორმაციული ტექნოლოგიები; კომპიუტერული ინჟინერია; მართვა ტექნიკურ სისტემებში; გამოყენებითი მათემატიკა; ბიოსამედიცინო ინჟინერია; ხელოვნური ინტელექტი; საზომი ინფორმაციის მიღების ორგანიზაცია, დაგეგმვა, დამუშავება და გამოყენება, პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და მართვისათვის; მყარი სხეულების ფიზიკა; მყარსხეულოვანი ელექტრონიკა; ნანოტექნოლოგიები და ნანომასალები. (სწავლების ღირებულება _ 1500 ლარი ერთი სასწავლო წელი)
 
სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვა მოხდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება #5-ისა “დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს დებულება” და დადგენილება #12-ის “სადოქტორო პროგრამებზე კონკურსანტების ჩარიცხვის ინსტრუქცია” შესაბამისად.
 
აღნიშნულ დადგენილებების, თითოეული სადოქტორო პროგრამის შესაბამისი კვლევითი კომპონენტის/სადისერტაციო თემის სახელწოდებისა და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელზე ინფორმაციის გაცნობა სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიტზე (www.gtu.ge) ან შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში.
 
განცხადებები სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ მიიღება ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოებში ამა წლის 21 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
77 კოსტავას ქუჩა, თბილისი 0175

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები