ლისაბონის არქიტექტურის სკოლა - საზაფხულო კურსები 2018

ლისაბონის არქიტექტურის სკოლა - საზაფხულო კურსები 2018

22-03-2018 2018 წლის 4 ივნისიდან - 4 ივლისამდე ლისაბონის უნივერსიტეტის ლისაბონის არქიტექტურის სკოლაში (პორტუგალია) გაიმართება საზაფხულო კურსები 2018.

საზაფხულო კურსები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: არქიტექტურა, ურბანისტიკა, ინტერიერი და რენოვაცია, დიზაინი და მოდა. პროგრამა ითვალისწინებს 12 კრედიტის მინიჭებას (144 აკადემიური საათი).

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

სარეგისტრაციო გადასახადია 800 ევრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ლისაბონის არქიტექტურის სკოლას, ელ.ფოსტაზე: geral@fa.ulisboa.pt

 

სიახლეებში დაბრუნება