პროექტი „შეხვედრები დამსაქმებლებთან“ - ცნობილი გერმანელი მეწარმე სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში

21-03-2018 20 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლამ ცნობილ გერმანელ მეწარმეს, მეცენატსა და მხატვარს, ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორს, კლაუს ჰიპს უმასპიმძლა. შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში „შეხვედრები დამსაქმებლებთან“.

შეხვედრაზე გამართული დისკუსია ეხებოდა საქართველოსა და გერმანიაში სტუდენტთა დასაქმების საკითხებს და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა დასაქმების მიმართულებით. განხილული იქნა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების გერმანიაში სტაჟირების შესაძლებლობებიც.  

შეხვედრის დროს დაიგეგმა HIPP კომპანიაში მომუშავე ქართველი სტუდენტის, ნუცა აბაზაძის ლექციაც, რომელიც ამჟამად სწავლობს გერმანიის ბამბერგის უნივერსიტეტში, "გამოკვლევის სტატისტიკის" სამაგისტრო პროგრამაზე.

შეხვედრა დიზაინის საერთშორისო სკოლის მენეჯერის, ნინო ახობაძის ორგანიზებით ჩატარდა.

საგულისხმოა, რომ შეხვედრათა ციკლი მომავალშიც გაგრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები