კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამა 2018

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამა 2018

21-03-2018 კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST) აცხადებს მიღებას გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამებზე (Global IT Technology Program), 2018 წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

პროგრამით გათვალისწინებულია ინდივიდუალური სამაგისტრო და სადოქტორო კურსები სამთავრობო პირებისთვის, პროფესორების, მკვლევრებისა და ექსპერტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პერიოდია 2018 წლის 27 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების ნაბეჭდი სახით წარდგენა უნდა მოხდეს 2018 წლის 24 აპრილამდე.

დამატებითი ინფორმაცია სასტიოენდიო პროგრამების თაობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება