საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით

20-03-2018 19 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ლაბორატორიაში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან და  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროგრამების დირექტორთან - გოგიტა ღვედაშვილთან.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება სტუდენტებში. ქალბატონმა ნინო ბოლქვაძემ დამსწრე აუდიტორიას გააცნო უცხოეთში უვიზოდ მიმოსვლის კრიტერიუმები და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. ბატონმა გოგიტა ღვედაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეადმისიის პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა სტუმრებმა ამომწურავად გასცეს პასუხები სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს.

 

სიახლეებში დაბრუნება