სამეცნიერო-კვლევითი პროექტი "გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები" - შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან

20-03-2018 20 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან დიმიტრი ცქიტიშვილთან და ნინო წილოსანთან. შეხვედრა გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის "გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტების" ფარგლებში, 
ღონისძიება გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ნაყოფიერი სამუშაო გარემო უსურვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

შეხვედრის ძირითადი თემატიკა ეხებოდა ქალის როლს პოლიტიკაში. თავდაპირველად, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა ისაუბრა პარლამენტში ქალთა კვოტირების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პარლამენტის წევრმა ბატონმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუდენტებს გააცნო ის ძირეული საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ფემინიზმთან, გენდერულ ბალანსთან, ნაადრევ ქორწინებასთან და სხვა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო გენდერულ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები