კონკურსი

13-12-2011
საერთაშორისო - საგანმანათლებლო კონკურსი
“ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე”
 
13 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰაიდელბერგცემენტის კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა.
 
ჰაიდელბერგცემენტი აცხადებს საერთაშორისო - საგანმანათლებლო კონკურსს “ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე” (Quarry Life Award). მასში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევრებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდის სახით.
 
I ეტაპი ითვალისწინებს საპროექტო იდეის წარდგენას. ორგვერდიანი საპროექტო წინადადება/კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა 17.02.12.
 
2012 წლის 5 მარტს ეროვნული ჟიური შეარჩევს 5 საუკეთესო საპროექტო წინადადებას II ეტაპზე გადასასვლელად.
 
II ეტაპი გულისხმობს პროექტის წარმოდგენას. 5 შერჩეული კანდიდატი პროექტის მოსამზადებლად იმუშავებს. 2012 წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდი გათვალისწინებულია კვლევითი სამუშაოებისთვის.  პროექტის მოსამზადებლად ჰაიდელბერგცემენტი მონაწილეებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს 500 ევროს ოდენობით. საპროექტო წინადადება მაქსიმუმ 10 გვერდს უნდა მოიცავდეს.
 
საბოლოო მოხსენებითი ანგარიშების წარდგენის ბოლო ვადაა 28.09.12.
 
ეროვნულ დონეზე შერჩეული 3 გამარჯვებული პროექტისთვის პრიზები შესაბამისად 1500, 3500 და 5000 ევროს ოდენობით არის განსაზღვრული.  საერთაშორისო დონეზე გამარჯვებული 3 პროექტისთვის კი ჯილდოდ 10000, 20000 და 30000  ევროა დაწესებული.
 
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები