საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტი - სტაჟირების კონკურსი

20-03-2018 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული
რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

ადგილების რაოდენობა: 3

ფუნქციები:
დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და საქმიანობაში ჩართულობა სტაჟირების
ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების ფარგლებში.

ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
- სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, ფინანსისტის ან/და ენერგეტიკოსის/ელექტროინჟინრის სპეციალობით;
- კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნა;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარ-ჩვევებს.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
  • განცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება (მათ შორის ინგლისურ ენაზე);
  • გასაუბრება (მათ შორის ინგლისურ ენაზე).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე: tkarchkhadze@moesd.gov.ge, მიმდინარე წლის 27 მარტის ჩათვლით. სავალდებულოა რეზიუმესთან ერთად განათლების დამადასტურებელი ცნობისა ან დიპლომის ასლის გაგზავნა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები