ISET - სასწავლო მოდული ფინანსებთან დაკავშირებით

19-03-2018 29 მარტიდან, ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზებას უკეთებს ერთთვიან მოდულს ფინანსებთან დაკავშირებით.

სასწავლო კურსზე განხილული იქნება სიეთი საკითხები, როგორიცაა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები, საინვესტიციო პროექტების/რისკების ანალიზი, ფინანსური ბაზრები/ინსტიტუციები და სხვ.

მთავარ ინსტრუქტორები იქნებიან: ვასილ რევიშვილი (Thales Investment), ლევან სურგულაძე (კავკასიის ბიზნეს ჯგუფი), ნინა სუხანსკაია და დავით ქეშელავა. პროგრამაზე მოწვეული სპიკერია დავით წიკლაური (კორპორატიული სესხების უფროსი, საქართველოს ბანკი).

სამუშაო ენა: ინგლისური.

მოდულში მონაწილეობის ღირებულება: 440 $.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 25 მარტი, 2018.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები