Erasmus+ - სალექციო კურსი სატყეო მიმართულებით

Erasmus+ - სალექციო კურსი სატყეო მიმართულებით

18-03-2018 13-17 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ეწვივნენ პოლონეთის პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Poznan University of Life Sciences - PULS) სატყეო მენეჯმენტის დეპარტამენტის წარმომადგენლები, დოქტორი გჟეგოჟ რაჩკა (Grzegorz Rączka) და დოქტორი ცეზარი ბეკერი (Cezary Beker).

პოლონელი სტუმრები სტუ-ს სტუმრობდნენ სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

პოლონელმა მეცნიერებმა სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნეს პოზნანის უნივერსიტეტი და ჩაუტარეს ლექციები სატყეო მიმართულებით, მათ შორის განიხილეს პოლონეთში არსებული სატყეო რესურსები და ამ რესურსების განვითარების მოდელირების საკითხები,  ტყის აღრიცხვასა და მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები, ტყის აღრიცხვის სისტემები ევროკავშირსა და პოლონეთში.

გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების და  სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გაცვლითი პროექტის დეტალებსა და ასევე, ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

აღსანიშნავია, რომ პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კოორდინატორობით მიმდინარე გაცვლითი პროექტის ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სემეტრის განმავლობაში, სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სამი სტუდენტი (თამარ ბერიშვილი, გოჩა ალექსიძე და ნუგზარ ჯაფარიძე) მობილობით იმყოფებოდა პოლონეთის უნივერსიტეტში, ხოლო პოლონური უნივერსიტეტის ორი სტუდენტი (პიოტრ ბოგუცკი (Piotr Bogucki) და იაკუბ ციხოცკი (Jakub Cichocki)) კი - სტუ-ში აგრძელებდა სწავლას.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება