Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სტუ-ში

Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სტუ-ში

18-03-2018 12-16 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) მეცნიერ-თანამშრომელი ნიჰალ იუმაკი (Nihal Yumak).

თურქი მეცნიერი სტუ-ში იმყოფებოდა ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ფაკულტეტის (მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი) ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი ახლოს გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. მან დაათვალიერა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და სტუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის პოპულარული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში თურქმა კოლეგამ ისაუბრა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის შესახებ, აგრეთვე, თავის სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ფარგლებში თურქმა სტუმარმა თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

 

სიახლეებში დაბრუნება