გერმანიის დელეგაცია

07-12-2011
იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაცია სტუ-ში
 
5-6 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაცია ვიცე-დირექტორის, პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით.
სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 6 დეკემბერს, პროფ. სებასტიან შმიდტმა სტუ-ში იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიმდინარე კვლევების შესახებ საინფორმაციო მოხსენება გააკეთა.
აღნიშნულ კვლევით ცენტრთან 2010 წელს დადებული მემორანდუმის ფარგლებში, 6 დეკემბერს სტუ-ში, ასევე, ხელი მოეწერა იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უნივერსიტეტის მაგისტრანტთა მოკლევადიანი სავიზიტო პროგრამების შესახებ შეთანხმებას.
სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გერმანელ სტუმრებს საჩუქრად გადასცა ტექნიკური უნივერსიტეტის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი  ბრინჯაოს არწივის (II ს ძვ.წ. აღ-ით) მინიატურული ვერცხლის ასლები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები