ფაკულტეტის განვითარების პროგრამა ჩანდიგარის უნივერსიტეტში

ფაკულტეტის განვითარების პროგრამა ჩანდიგარის უნივერსიტეტში

17-03-2018 ჩანდიგარის უნივერსიტეტი (ინდოეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს იწვევს ფაკულტეტის განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 9 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით და სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ტრეინინგებს დარგში მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მიღწევების გაცნობისა და გაზიარების მიზნით.

ფაკულტეტის განვითარების პროგრამა ორგანიზებულია სხვადასხვა დეპარტამენტისთვის. მკვლევრები თითოეული ფაკულტეტიდან დაესწრებიან ტრეინინგებსა და შეხვედრებს შესაბამის შემდეგ დეპარტამენტებში:

• ინჟინერია,
• მენეჯმენტი,
• ტურიზმი,
• ინდუსტრიული დიზაინი,
• ანიმაცია, ფილმის დამზადება,
• კომპიუტერული პროგრამები,
• განათლება,
• ფარმაცევტული მეცნიერებები,
• ბიოტექნოლოგია,
• არქიტექტურა,
• კომერცია,
• სამართალი,
• სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებები,
• ჟურნალისტიკა,
• ჰუმანიტარული მეცნიერებები,
• საბაზისო მეცნიერებები.

პროექტი ფარავს ადგილობრივი გადაადგილებისა და საცხოვრებლის ხარჯებს. 
ფაკულტეტებმა დაინტერესებული პირების სიები, შესაბამის პროფილებთან ერთად უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 16 აპრილისა.

ჩანდიგარის უნივერსიტეტის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება