ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის

17-03-2018 17 მარტს, „შეხვდი დამსაქმებელს“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, დეპუტატები და ასევე, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატის პასუხისმგებელი პირები.

ღონისძიება გახსნა ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფ. ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ხაზი გაუსვა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ირაკლი გაბისონია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მთავრობის 2015-2017 წლების ანგარიში, სადაც მან დეტალურად მიმოიხილა განხორციელებული პროექტები.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მწვავე დისკუსია მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას  შორის.

 

სიახლეებში დაბრუნება