პროექტი „შეხვედრები დამსაქმებლებთან“ - ქართველი ჟურნალისტები სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

16-03-2018 13 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ცნობილ ქართველ ჟურნალისტებს უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში „შეხვედრები დამსაქმებლებთან“.

სტუ-ს STUNET ტელეცენტრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები ლევან ჯავახიშვილი (ტვ იმედი, გადაცემა „ქრონიკის“ მთავარი გამოშვების წამყვანი) და თათა სადრაძე (რადიო ,,ფორტუნა+'' და რადიო ,,არდაიდარდო“). შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ივანე ჯაგოდნიშვილი, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრაზე გამართული დისკუსია ეხებოდა საქართველოში არსებული ტელე-კომპანიების ობიექტური ხედვებსა და ამ პროცესში სტუდენტი ახალგაზრდობის ჩათულობას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტუდენტის პროფესიულ ევოლუციაზე.  

სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ-ტელევიზია სტუნეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.

დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა დასაქმების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ შეხვედრათა ციკლი მომავალშიც გაგრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები