პროექტი „შეხვედრები დამსაქმებლებთან“ - EASY TRAVEL და "პერიტუს გრუპის" წარმომადგენლები სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

პროექტი „შეხვედრები დამსაქმებლებთან“ - EASY TRAVEL და "პერიტუს გრუპის" წარმომადგენლები სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

16-03-2018 16 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინიჟრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა შეხვედრა EASY TRAVEL ("იზი თრეველ ეჯენსი") კომპანიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტოს "პერიტუს გრუპი" წარმომადგენლებთან.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში „შეხვედრები დამსაქმებლებთან“. სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიის დამფუძნებელი, პიარსამსახურის უფროსი ლევან ინაშვილი და სააგენტოს დირექტორი ელდარ პირმისაშვილი.

საგულისხმოა, რომ ლევან ინაშვილი და ელდარ პირმისაშვილი აქტიურად იყვნენ ჩართულები ფაკულტეტზე საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების პროცესში და მათი ინიციატივით გაფორმებული იქნა სტუდენტთა პრაქტიკის ხელშეკრულება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აღნიშნულ ორგანიზაციებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ივანე ჯაგოდნიშვილი, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დასაქმების პრობლემებთან და დამსაქმებელი კომპამიების მიერ  განსაზღრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული დეტალები,  მათ შორის PR კამპანიებისა წარმოებასა  და  PR სტრატეგიების დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სიახლეებში დაბრუნება