დელეგაცია გერმანიიდან

02-12-2011
იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (გერმანია) ოფიციალური დელეგაცია სტუ–ში
 
5-6 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციას ვიცე-დირექტორის პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით.

5 დეკემბერს ჩატარდება მასპინძელი ორგანიზაციების (სტუ, თსუ და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის) წარმომადგენლების და გერმანელი დელეგაციის შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან; 15:00 სთ კი თსუ-ს №135 საკონფერენციო დარბაზში (თსუ, II კორპუსი) პროფ. დოქტორი ჰანს შტროერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”მეცნიერების საზღვრები”.

6 დეკემბერს, 16:00 სთ, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დარბაზში პროფ. სებასტიან შმიდტი  იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგებში მიმდინარე კვლევების შესახებ საინფორმაციო მოხსენებას გააკეთებს. უნივერსიტეტის შესაბამის ჯგუფებსა და ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია და სამომავლოდ დაამყარონ სამეცნიერო კონტაქტები გერმანელ პარტნიორებთან. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია:
  • იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უნივერსიტეტის სტუდენტთა მოკლევადიანი სავიზიტო პროგრამების განხილვა და შესაბამის შეთანხმებაზე ხელმოწერა;
  • იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამების შესახებ მემორანდუმის განხილვა და ხელმოწერა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები