საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამa - მე-8 ნაკადი

12-03-2018 საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-8 ნაკადს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით ( GPA - მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი). მონაწილეობის მიღება, აგრეთვე, შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31 მარტის ჩათვლით.

მის.: კოსტავას N77. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266.
სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი
ტელ: 236 53 45

 

სიახლეებში დაბრუნება