სასტიპენდიო პროგრამა

02-12-2011
კონკურსი 2012 -2013 აკადემიური წლისათვის ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში (ინგლისი)
 
ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი აცხადებენ კონკურსს 2012 -2013 აკადემიური წლისათვის ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, შემდეგ დარგებში სასწავლებლად:
  • ადამიანის უფლებები ( პრაქტიკა და თეორია )  MA
  • ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავება  MA
  • საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარიზმში  LLM
  • საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებში LLM
ძირითადი მოთხოვნები:
  • პროგრამაში მონაწილეობის   მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
  • უნდა იყვნენ დამამთავრებელ კურსზე ან უნდა ჰქონდეთ მინიმუმ  ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში;
  • უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება ინგლისური ენის ტესტის IELTS ჩაბარება. საბოლოო გამსვლელი ქულაა 7,0; თითოეულ სექციაში არა ნაკლებ 6,5 ქულისა );
  • პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში მიღებულ იქნება მხედველობაში;
  • არ უნდა იყვნენ საქართველოში საერთაშორისო განათლების ცენტრისა და  ღია საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან საგრანტო სასწავლო პროგრამებთან, ასევე მათი ნათესავები;
  • სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში;
 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  2012  წლის 16  იანვარი.
 
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები