IHRS BioSoft - სტუმარი სტუდენტის პროგრამა 2018

IHRS BioSoft - სტუმარი სტუდენტის პროგრამა 2018

11-03-2018 ბიოფიზიკისა და რბილი ნივთიერებების ჰელმჰოლცის საერთაშორისო კვლევითი სკოლა (International Helmholtz Research School of Biophysics and Soft Matter - IHRS BioSoft) (გერმანია) ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სტუმარი სტუდენტის პროგრამას. გამონაკლისის შემთხვევაში, პროგრამაში დასაშვებია ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტის ან მაგისტრატურის კურსდამთავრებულის მონაწილოებაც.

პროგრამაში გამარჯვებული სტუდენტი გერმანიაში, ძირითადად, იმუშავებს დოქტორანტ სტუდენტთან ან მეცნიერთან ერთად, 2018 წლის 22 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ლაბორატორიულ სამუშაოებსა და სემინარებსაც.

პროგრამა ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს და ასევე, ითვალისწინებს სამგზავრო გრანტებსაც მცირე ოდენობით.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები, ელ.ფოსტაზე: gsp_biosoft@fz-juelich.de:

• CV
• სკოლის სერტიფიკატი
• ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ნიშნების ფურცელი.
• მაგისტრანტობის პერიოდის ნიშნების ფურცელი
• აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
• სამოტივაციო წერილი (მაქს. 1 გვერდი)
• IHRS BioSoft სააპლიკაციო ფორმა

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება