ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსი სტუდენტებისთვის

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსი სტუდენტებისთვის

08-03-2018 ბრიტანეთის საბჭო და საგანმანათლებლო სააგენტო ELL იწვევს სტუდენტებს ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც დიდ ბრიტანეთში ორკვირიან სასწავლო კურსზე გაემგზავრება.

კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შემდეგი პრიზები:

I ადგილი - ორკვირიანი სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College. კურსზე წასვლას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სააგენტო ELL

II ადგილი - iPhone 7

III ადგილი - ლეპტოპი

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:
  • სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს, რომელიც მიესადაგება უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR)
  • სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
  • სტუდენტის ასაკი აღემატებოდეს 18 წელს
  • სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე
  • კონკურსანტი იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი
 კონკურსში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით.
 
სარეგისტრაციოდ და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება