Wizz Air ავიაკომპანიის კონკურსი სტუდენტებისთვის

Wizz Air ავიაკომპანიის კონკურსი სტუდენტებისთვის

05-03-2018 ავიაკომპანია Wizz Air ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის რიგით მეორე კონკურსს აცხადებს. საერთაშორისო კონკურსი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინონ კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს გამოწვევის ანალიზზე მუშაობისა და კვლევის დროს.

Wizz Air კონკურსში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის ბიზნეს-სტრატეგიას. რჩეულთა შორის მოხვედრის შემთხვევაში, კონკურსანტები თავიანთ კონცეფციას Wizz Air გუნდის ავიაციის უფროს პროფესიონალებს ბუდაპეშტში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგენენ, ხოლო გამარჯვებულები Wizz Air ქსელში ერთწლიანი უფასო, ულიმიტო მოგზაურობით დასაჩუქრდებიან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია, არა უგვიანეს 25 მარტისა.

დარეგისტრირებული თითოეული გუნდი 26 მარტს სამუშაოდ მიიღებს კონკრეტულ შემთხვევას შესასწავლად, სახელმძღვანელო დეტალურ მითითებებსა და ყველა საჭირო ინფორმაციას.

გუნდები, რომლებიც საუკეთესო კვლევებს წარადგენენ, მიწვეულნი იქნებიან ღონისძიებაზე, რომელიც 2018 წლის 9 - 10 მაისს ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება