საერთაშორისო ღონისძიება BaYern MUN 2018

საერთაშორისო ღონისძიება BaYern MUN 2018

05-03-2018 23 - 26 თებერვალს ნიურნბერგში (გერმანია) ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება გაერთიანებული ერების ბაიერნის მოდელი - BaYern MUN 2018. ღონისძიებაში მსოფლიოს 70 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლები: ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და  სტუდენტები ბაჩო კვირკველია, ლოლიტა კაროუკინა, ანა ანდრიაძე, სალომე ნემსიწვერიძე, მარიამ ამილახვარი და თორნიკე სონღულაშვილი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციის პირველ და მეორე სესიაზე  წარადგინეს მოხსენებები ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე მდგარი გამოწვევები, გენდერული თანასწორობის დაცვა და თავისუფალი წვდომა გარემოზე, კერძოდ, წყლისა და ჰაერის დაბინძურების რისკებზე.

სტუდენტები შესაბამის კომიტეტებში გადანაწილდნენ და ღონისძიების დასასრულს მიიღეს რეზოლუცია. კონფერენცია 26 თებერვალს დასრულდა. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

აღნიშნულ კონფერენციაში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.


 

სიახლეებში დაბრუნება