სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა თბილისის მერიასა და გამგეობებში

05-03-2018 2017 წლის 3 ნოემბრიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა ქ. თბილისის მერიასა და გამგეობებში პრაქტიკული კურსი გაიარა.

ერთი სემესტრის განმავლობაში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლა განხორციელდა ფაკულტეტსა და ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

საწარმოო პრაქტიკის  ღირებულებამ 1680 ლარი შეადგინა, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


 

სიახლეებში დაბრუნება