პროექტი „შეხვედრები დამსაქმებლებთან“ - ქართველი ჟურნალისტები სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

პროექტი „შეხვედრები დამსაქმებლებთან“ - ქართველი ჟურნალისტები სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

02-03-2018 1-2 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ცნობილ ქართველ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

შეხვედრები გაიმართა პროექტის ფარგლებში „შეხვედრები დამსაქმებლებთან“. მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები გოდერძი შარაშია (ტვ. კომპანია „იმედი“), ვახო სანაია (ტვ. კომპანია „პირველი“), ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი (ტვ. საზოგადოებრივი მაუწყებელი / I არხი), გრიგოლ გოგელია (სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, ტვ. საზოგადოებრივი მაუწყებელი / I არხი) და გიორგი იაკობაშვილი (ბორდის წევრი, ტვ. საზოგადოებრივი მაუწყებელი / I არხი).

შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ივანე ჯაგოდნიშვილი; ასევე, ფაკულტეტის პროფესორები (თემურ ჯაგოდნიშვილი, ვაჟა პაპასკირი, გიგლა გობეჩია, მანანა დათუკიშვილი, ეკატერინე შაკიაშვილი, თამარ მალაღურაძე) და სტუდენტები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სიტყვის გამოხატვის ფორმები და მასმედიის თავისუფლება, ადამიანის როლი ინფორმაციულ სისტემებში და ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართულ ჟურნალისტიკაში.  აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს  განათლებულმა, მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების ადამიანმა, განსაკუთრებით, სტუდენტმა და განავითაროს პროფესიული უნარ-ჩვევები.

დისკუსია გაიმართა საქართველოში არსებული ტელე-კომპანიების ობიექტურ ხედვებსა და ამ პროცესში სტუდენტი ახალგაზრდობის ჩათულობაზე, რაც გავლენას ახდენს სტუდენტის პროფესიულ განვითარებაზე.  

სტუმრებმა დაათვალიერეს ინტერნეტ-ტელევიზია სტუნეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამოთქვეს მზაობა  შემდგომი თანამშრომლობისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება