საახალწლო გამოფენა

21-12-2007

სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკის საახალწლო გამოფენა

21 დეკემბერს სტუ-ში გაიხსნა სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკის საახალწლო გამოფენა, რომელიც გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში. გამოფენილი იქნება ბიბლიოთეკის ფონდში დაცული XVIII-XXსს (1747-1910წწ.) უნიკალური წიგნები და პერიოდული გამოცემები რუსულ (46 ერთეული), ფრანგულ (107), ინგლისურ (100-ზე მეტი) და გერმანულ (100-ზე მეტი) ენებზე. გამოფენილ ექსპონატთა შორის უძველესია 1747 წელს გოთურ ენაზე შესრულებული ალგებრის წიგნი. მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულების მქონე ეს ექსპონატები ეხება ტექნიკურ (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, სამთო საქმე, სამშენებლო საქმე, საინჟინრო საქმე, მანქანათმშენებლობა, სარკინიგზო ტრანსპორტი, არქიტექტურა..) და საზოგადოებრივ (ეკონომიკა, ბიზნესი, განათლება, ფილოსოფია, რელიგია, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება..) მეცნიერებებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები