გამოფენა

14-11-2011
ვინსენტ ლაპარტიენის მორიგი პროექტი:
წიგნი სახელადთბილისი
 
ფრანგი ფოტოგრაფის – ვინსენტ ლაპარტიენის მორიგი გამოფენა ქ. თბილისში.
ჯერ იყო 2011 წლის 15 აპრილს ფოტოპროექტი და გრანდიოზული გამოფენა სახელად – "Vestiaires" – "რეპორტაჟი პოდიუმს მიღმა", შემდეგ პროექტი "Vine to Wine", წინანდლის სახლმუზეუმში გაცოცხლებული მეცხრამეტე საუკუნე და ქართული და ფრანგული ღვინოების დეგუსტაცია, ამჯერად კი ფოტოგრაფის მიერ შექმნილი წიგნის – “თბილისი” ნახვაა შესაძლებელი. ფრანგი ხელოვანის თვალით დანახული თბილისი ერთ წიგნად გამოიცა. პროექტზე ვინსენტ ლაპარტიენმა 6 თვე იმუშავა, ამ 6 თვის განმავლობაში იგი 4-ჯერ ჩამოვიდა თბილისში და თითო-თითო კვირა რჩებოდა სამუშაოდ.
პრეზენტაცია მედია-ცენტრის – “ღია აფხაზეთისა” და რადიო “აფხაზეთის ხმის” ეგიდით ჩატარდა. პარალელურად გამოიფინა ყველა ის ფოტო, რომელიც პროექტის ფარგლებში მოხვდა ფოტოგრაფის ობიექტივში. კოლექციის სახელწოდებაა – “Portraits de ville” ანუ “ქალაქის პორტრეტები”.
“მე თბილისი ერთი ნახვით შემიყვარდა. 6 თვე ვიმუშავე ამ პროექტზე და ჩემს ობიექტივში ისეთი ადგილებიც მ,ოხვდა, რომელიც შესაძლოა ბევრმა თბილისელმაც კი პირველად ნახოს. იმედია, თბილისელებს მოეწონებათ ფრანგის თვალით დანახული მათი დედაქალაქი”- ამბობს ვინსენტ ლაპარტიენი.
წიგნი სახელად “თბილისი” ფრანგულ საგამომცემლო სახლში `Be Poles~ გამოიცა. დამთვალიერებლებისთვის შ. რუსთაველის ¹16-ის საგამოფენო დარბაზი გამოფენით “ Portraits de ville” ერთი თვის მანძილზე იქნება ღია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები