თანამშრომლობის მემორანდუმი

11-11-2011

თანამშრომლობის მემორანდუმი

11 ნოემბერს, სტუ-ში ხელმოწერილ იქნა  თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს "საქპატენტს" შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და "საქპატენტის" თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ.

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და "საქპატენტს" შორის თანამშრომლობა მიმართული იქნება უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარებისაკენ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ მიზნობრივ პროექტებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები